სკოლებისა და ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

561

ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში სავალდებულო გახდება ასევე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

აღნიშნულს ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლიც პირველი მოსმენით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გუშინ, 9 დეკემბერს განიხილეს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.