გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობისა და გარე პერიმეტრის დასუფთავებისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ აღნიშნული მომსახურების შესასყიდან 92 400 ლარი გაითვალისწინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიის შენობის ფართობი 4 415 კვ.მ -ს შეადგენს. შენობას აქვს 5 სართული, სარდაფი, 21 სველი წერტილი (24 ნიჟარა, 26 უნიტაზი, 9 საშხაპე კაბინა). სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საოფისე ფართის დასუფთავება განხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე 08:50-მდე ყოველ დღე. დასუფთავების ობიექტს...
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე მირიან აბაშიძეა, კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა გურამ ზოიძემ და რუსუდან შავაძემ დაიკავეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერის განცხადებით, ისინი თვითმმართველობაში მუშაობისა და კომპეტენციების მიხედვით შეარჩიეს. სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ხოლო შუახევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა: „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას ხუთი, თითო წარმომადგენელი ჰყავს „ლელოს“ და პარტიას „ საქართველოსთვის“.
საახალწლო ღონისძიებებისთვის ხულოს მერია 12 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით თვითმმართველობა ცენტრალური ნაძვის ხის სათამაშოების შეცვლას და რამდენიმე ქუჩის მორთვას გეგმავს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 17 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს. ამასთან, ცნობილია, რომ ღონისძიება ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება. გარდა ამისა, საახალწლო ნობათს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.
შემდეგი სტატია ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები და შენობის დაცვის სამსახური არ აძლევს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბონდო თედორაძე აცხადებს, მას შეკითხვები აქვს დავით მჭედლიშვილთან, რომელიც „წინა ხელისუფლების დროს გამდიდრდა“. ბონდო თედორაძის თქმით, დავით მჭედლიშვილმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, „როგორ მოიპოვა მილიონები“ და შეკითხვებს პასუხი გასცეს. ამასთან,...
ეს პრობლემები სავალალო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრობლემებია იმ სავალალო და გაუაზრებელი ე.წ. რესტავრაციის შედეგად, რომელმაც გამოიწვია თავის დროზე, ყველას კარგად გვახსოვს, ბაგრატის იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, პრობლემას რამდენიმე ფაქტორი ქმნის, რაც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება. „სააკაშვილის დროს, როდესაც ბაგრატი გადაიხურა სპილენძის...
თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურების მოსაწყობად მერია ტენდერს გამოაცხადებს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან. „თბილისის მერია წარადგენს საქალაქთაშორისო ავტოსადგურების განვითარების კონცეფციას. აქედან გამომდინარე, როგორც სხვა არეალებთან მიმართებაში, გამოვაცხადებთ ტენდერს და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები დაამუშავებენ ყველა იმ არეალს, სადაც ისტორიულად განთავსებულია საქალაქთაშორისო ავტოსადგურები. პროცესში აუცილებლად იქნებიან ჩართული მიწის მესაკუთრეები, რათა არ დაირღვეს, ერთი მხრივ, მათი ინტერესები და...
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის 99 ა–ში გაზის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება – გაძლიერებაზე, ასევე, წყალ–კანალიზაციის მოწყობაზე ახალციხის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერში წინადადებების მიღება 13 დეკემბერს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. შგახსენებთ, რომ რუსთაველის 99ა – ში მდებარე ბინაში აფეთქება 2020 წლის...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი...
კასპში ტრენაჟორები დაამტვრიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანებული ის გარეტრენაჟორები, რომელიც მერიამ სულ ცოტა ხნის წინ დაამონტაჟა: "კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 10 კომპლექტი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოაწყო, მათ შორის 5 ქალაქის ტერიტორიაზე. სწორედ ქალაქის ტერიტორიაზე, ე.წ. "ჩინოაანთ ხევში" მდებარე ტრენაჟორები სულმდაბალმა ადამიანებმა საშინლად დააზიანეს და მოსახლებას მისით სარგებლობის საშუალება შეუზღუდეს.'' - წერს პრესსამსახურის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. მოცემულ ეტაპზე, კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება. კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის ფინანსური...
რუსთავში, მერიის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. ქალაქში, საახალწლო სამზადისი, დაახლოებით, ერთი კვირაა მიმდინარეობს. განათებების დამონტაჟება რუსთავსერვის ცენტრმა კოსტავას ქუჩიდან დაიწყო. სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოლოდინი არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, „ომიკრონი" საქართველოში არ დაფიქსირებულა. „რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია...
წინა სტატია „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ განიხილავს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს დაჩქარებული წესით. როგორც პაპუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციონერი დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრეზიდენტმა აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი არაუგვიანეს 3 იანვარს უნდა გამოაცხადოს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები მანამდე მიიღონ. „ვინაიდან 2-3 თებერვალს გასდის ვადა თავმჯდომარეს და ორ წევრს, პრეზიდენტმა...
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის სხვადასხვა ვადის მქონე აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, იქნება 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები. თუმცა, მერიაში ამ ეტაპზე ვადიანი აბონემენტების საფასურს არ აკონკრეტებენ. „ვადიანი სამგზავრო აბონემენტები ამოქმედდება საორიენტაციო თარიღია 1-ელი იანვარი. იარსებებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების გამართვა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ...
ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად დავიწყე ინდივიდუალური გავლა იმ პროექტების, რომლებიც ქალაქში ხორციელდება და ყველა ხარვეზი რაც გვაქვს, ძალიან სწრაფად აღმოიფხვრება, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. რუსთავის მერის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. "რუსთაველის გამზირზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება რუსთავის მერიისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინეს. ის პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ