კასპში ტრენაჟორები დაამტვრიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანებული ის გარეტრენაჟორები, რომელიც მერიამ სულ ცოტა ხნის წინ დაამონტაჟა:
“კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 10 კომპლექტი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოაწყო, მათ შორის 5 ქალაქის ტერიტორიაზე. სწორედ ქალაქის ტერიტორიაზე, ე.წ. “ჩინოაანთ ხევში” მდებარე ტრენაჟორები სულმდაბალმა ადამიანებმა საშინლად დააზიანეს და მოსახლებას მისით სარგებლობის საშუალება შეუზღუდეს.” – წერს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დალი კორკომაშვილი.
თვითმმართველი ერთეულის ქონების დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
https://www.facebook.com/KartliKaspimunicipality/posts/4154152864685615