თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის სხვადასხვა ვადის მქონე აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, იქნება 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები.
თუმცა, მერიაში ამ ეტაპზე ვადიანი აბონემენტების საფასურს არ აკონკრეტებენ.
„ვადიანი სამგზავრო აბონემენტები ამოქმედდება საორიენტაციო თარიღია 1-ელი იანვარი. იარსებებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების გამართვა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მერი გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა ერთჯერადად – 50 თეთრი, საათ ნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში კი, უფასოა