შუახევის მერმა მოადგილეები წარადგინა

377

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე მირიან აბაშიძეა, კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა გურამ ზოიძემ და რუსუდან შავაძემ დაიკავეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერის განცხადებით, ისინი თვითმმართველობაში მუშაობისა და კომპეტენციების მიხედვით შეარჩიეს. სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

ხოლო შუახევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა: „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას ხუთი, თითო წარმომადგენელი ჰყავს „ლელოს“ და პარტიას „ საქართველოსთვის“.