ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის 99 ა–ში გაზის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება – გაძლიერებაზე, ასევე, წყალ–კანალიზაციის მოწყობაზე ახალციხის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
ტენდერში წინადადებების მიღება 13 დეკემბერს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
შგახსენებთ, რომ რუსთაველის 99ა – ში მდებარე ბინაში აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს მოხდა.