გორის მერიამ ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს დასუფთავებისთვის 92 400 გაითვალისწინა

584

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობისა და გარე პერიმეტრის დასუფთავებისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ აღნიშნული მომსახურების შესასყიდან 92 400 ლარი გაითვალისწინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიის შენობის ფართობი 4 415 კვ.მ -ს შეადგენს. შენობას აქვს 5 სართული, სარდაფი, 21 სველი წერტილი (24 ნიჟარა, 26 უნიტაზი, 9 საშხაპე კაბინა).

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საოფისე ფართის დასუფთავება განხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე 08:50-მდე ყოველ დღე. დასუფთავების ობიექტს ყოველდღიურად მოემსახურება არანაკლებ 11 მომსახურე პერსონა, 1 მენეჯერი – პასუხისმგებელი პირი და 10 ათი დამლაგებელი. ყოველდღიურად იმორიგევებს 2 მორიგე დამლაგებელი 10:00 – 18:00სთ.

დამლაგებლის ყოველთვიური ანაზღაურება, ხელზე ასაღები სახელფასო განაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400 ლარს.

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ დასუფთავების მომსახურება მერიას 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.