ხულოს მერია ახალი წლის ღონისძიებებისთვის 12 ათას ლარს დახარჯავს

376

საახალწლო ღონისძიებებისთვის ხულოს მერია 12 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით თვითმმართველობა ცენტრალური ნაძვის ხის სათამაშოების შეცვლას და რამდენიმე ქუჩის მორთვას გეგმავს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 17 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

ამასთან, ცნობილია, რომ ღონისძიება ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება. გარდა ამისა, საახალწლო ნობათს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.