იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

645

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინეს. ის პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია. პროექტით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი.