შემდეგი სტატია
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო კამპანიის დროს ზარ-ზეიმით გახსნილ ნასაკირალის საჯარო სკოლაში, დღემდე არც გათბობა ფუნქციონირებს და შენობას წყალიც არ მიეწოდება. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
ადგილობრივი დეპუტატი ენმ-დან, ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ შენობაში წყალიც ჩამოდის, ამ მიზეზების გამო სკოლაში სასწავლო პროცესი ხარვეზებით მიდის.
ქათამაძის თქმით, თანასოფლელებმა სკოლისათვის წყლის ავზები მოიპოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას მისი დამონტაჟების უფლება...
ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს.
„დიდი მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით დღეს ნატო-ს სათაო დაწესებულებაში ჩემი მასპინძლობისთვის. ნატო-საქართველოს დინამიური ურთიერთობების, სრულყოფილი დღის წესრიგის...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გრძელდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამა სოციალურად დაუცველ ახალდაქორწინებულ წყვილთა 1000 ლარის ოდენობი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობისთვის ორივე მეუღლე რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურში და ქორწინება შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.
„აღნიშნულის გარდა მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის...
წინა სტატია
საარჩევნო პერიოდში ზოგადი პოლიტიკური გარემო პოლარიზებული რიტორიკით და კონკურენტული ნარატივით ხასიათდებოდა, საკითხებზე ორიენტირებულ დისკუსიებს კი მცირე დრო ეთმობოდა, - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიებში ეროვნული საკითხები და საქართველოს პოლიტიკაზე არჩევნების შედეგების შესაძლო ზეგავლენის თემა დომინირებდა.
ანგარიშის მიხედვით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაჟონილმა ფაილებმა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო...
გლდანის რაიონის გამგეობა დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება და პროექტისთვის ჯამში, დაახლოებით, 848 025 ლარი დაიხარჯება.
,,აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების შედეგად კი, მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს. ავჭალა 2-ში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგიოლობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მათივე შეფასებით, უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის...
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში კარანტინი გამოცხადდა. 20 დეკემბრამდე დახურულია ყველა დაწესებულება, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და პურის ქარხნის გარდა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ადგილობრივი ტელევიზიის თანახმად, ბოლო 5 დღეში, რაიონში კორონავირუსით ინფიცირების 120- ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ დარჩა.
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 დეკემბერს სოხუმს რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი დატოვებს, რომელიც პანდემიის პერიოდში ორჯერ...
შემდეგი სტატია
არსებული ტენდენციით, საქართველოში ხშირია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. ამ პრაქტიკის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამართლებრივ სტაბილურობაზე და შეიძლება ზიანი მიაყენოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ მოთამაშეებს, რომლებსაც ცვალებად წესებთან ადაპტაციისთვის ნაკლები რესურსები აქვთ, - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ისტიტუტის“ (NDI) მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ზოგადად, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების...
წინა სტატია
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა მოხდეს ღია კენჭისყრით და არა ფარულად, "ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ის, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული და გამართლებული, არ შეიძლება, იმის მიხედვით შეიცვალოს, რომელ პარტიას რა აწყობს.
"როგორ უნდა მოხდეს საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარისა და კოლეგებმა...
დედაქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქალაქის თავის, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი დაიდგა.
თბილისის საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი სწორედ დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თინათინ ნიბლოშვილს ეკუთვნის, ხოლო ბიუსტის დადგმა თბილისის მერიის დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დიდი პატივია საკრებულოში ისეთი სახელოვანი ქართველის ბიუსტის დადგმა, როგორიც დიმიტრი ყიფიანი იყო.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელიც...
სტატიის გაგრძელება
ჭიათურის ადგილობრივ თვითმმართველობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალი, მოძალადე კაცი კი კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეა. ინფორმაციას მთავრი არხი ავრცელებს.
ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელს მას შემდეგ სცემა, რაც მეეზოვემ შეიტყო, რომ შეიძლებოდა, იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლებულიყო. ქალი საკითხის გასარკვევად მერიის შენობაში მივიდა, თუმცა პასუხების ნაცვლად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო.
"გაიღო კარები და შემოვიდა კაცი. ჩემთვის უცნობი. წამოვიდა...
თუშეთის მოსახლეობის უფასო ინტერნეტით სარგებლობის ხარჯებს, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს. პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემდეგ, თუშეთში მაცხოვრებლებისთვის ეს კომუნიკაციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ამ სერვისის გარდა, ოჯახებს მერიისგან წინასაახლწლოდ სასურსათო კალათებიც გადაეცემათ.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დედოფლისწყაროს ცენტრალური მოედნისა და ორი ქუჩის აღდგენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ამ ეტაპზე პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია, თუმცა სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში შინმოუსვლელთა მემორიალისა და პარკის აღდგენაც იგეგმება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ეს კლინიკები რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობაში გადავლენ.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის ფარგლებში რეაბილიტირდა რესპუბლიკური საავადმყოფო და აღიჭურვა როგორც რუხის, ისე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
„ყველაზე აქტიური პროცესი რეაბილიტაციისა და აღჭურვის ნაწილში რესპუბლიკურ საავადმყოფოში განვითარდა. ონკოლოგიური საავადმყოფოს ბედი გადაწყვეტილია, თუმცა პროცესები მომავალ წელს დაიწყება, რაც შეეხება ბავშვთა ინფექციურს,...
ლაგოდეხში ახალგაზრდა, საახალწლოდ 50 ოჯახის დასახმარებლად თანხას აგროვებს და ამისთვის წიგნებს და ნივთებს ყიდის. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ნიკა გოგოლაძემ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას სპეციალური სტენდი განათავსა, სადაც ფულს აგროვებს და სხვადასხვა ნივთს ყიდის, რათა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვოს.
„მე ვიბრძვი, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარო. რაც არ უნდა მოხდეს ამ ახალ წელს 50 სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარები. ახლა...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში კაპანდიბი-ახალისოფლის საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით დაიგო ასფალტობეტონის საფარი, დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები.
„მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისთვის 11 მლნ. ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ-მდე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































