პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დედოფლისწყაროს ცენტრალური მოედნისა და ორი ქუჩის აღდგენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ამ ეტაპზე პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია, თუმცა სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში შინმოუსვლელთა მემორიალისა და პარკის აღდგენაც იგეგმება.