თუშეთის მოსახლეობის უფასო ინტერნეტით სარგებლობის ხარჯებს, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს. პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემდეგ, თუშეთში მაცხოვრებლებისთვის ეს კომუნიკაციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ამ სერვისის გარდა, ოჯახებს მერიისგან წინასაახლწლოდ სასურსათო კალათებიც გადაეცემათ.