ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

355

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში კაპანდიბი-ახალისოფლის საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით დაიგო ასფალტობეტონის საფარი, დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები.

„მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისთვის 11 მლნ. ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ-მდე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო. მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.