ცვლილებებით, გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და დადგინდება დასაწყობებული, უკანონოდ მოჭრილი და ჩამორთმეული ხე-ტყის განკარგვის ახალი წესი. კერძოდ, აღნიშნული ხე-ტყე დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადაეცემა ეროვნულ სატყეო სააგენტოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე ტყის მართვის ორგანო დასაწყობებულ ხე-ტყეს საქმის დასრულებამდე ვერ განკარგავდა, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა. 2018-2019 წლებში ჩამორთმეული ხე-ტყის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ჩამორთმეული...
ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს სხდომის დროულად ჩანიშვნას ითხოვენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, საკრებულოზე ორ საკითხს დააყენებენ, რომელიც თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობას გულისხმობს. მათივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებს პოზიციის დასაფიქსირებლად ბათუმის საკრებულოში იწვევენ. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ გახარია საქართველოსთვის ოფისში მოსალაპარაკებლად მისვლას არ გეგმავენ. „დღეს ბათუმის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს და...
ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორისაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მესამე წელია მყარად ინარჩუნებს, ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულში. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორის მე-5 პოზიციაზე დასახელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაესწრო. „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს...
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად მიიღეს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესი მარტივდება და თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი ხდება. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს....
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2030 წლამდე გადავადდება. ამასთან, ბაღების ავტორიცაზიას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით - 78 ხმით, ერთხმად მიიღო. პროექტით განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს გარდამავალ პერიოდს - 2022 წლიდან 2030 წლამდე. საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, მუნიციპალიტეტებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება...
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად კენჭისყრაზე დღეს, 16 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავა. როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, პროექტში შესწორებები შევიდა, ჯერ ტექნიკურად მზად არ არის და გამომდინარე აქედან, კენჭი ხვალ ეყრება. არსებული ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის, რაც თავის მხრივ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას უკავშირდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის...
წინა სტატია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის აშენებიდან რამდენიმე თვეში, შენობას მცირე ხარვეზები გამოუვლინდა, თუმცა სპეციალისტების დასკვნით, მასზე კონსტრუქციული ბზარები არ აღინიშნება, მიკრობზარები კი უმოკლეს ვადებში გამოსწორდება. ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თეთრიწყაროში წყლის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოებს აგრძელებს. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარი მოხმარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არსებული რეზერვუარების, სატუმბო სადგურისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. „თეთრიწყაროში ზაფხულის სეზონზე წყლის დებიტი საგრძნობლად იკლებს, შესაბამისად მოსახლეობას ამ პერიოდში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. ქალაქში არსებული...
ხელვაჩაურში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალშენი-სამების მიმართულებით, 1300 მეტრ მონაკვეთზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და გაბიონის საყრდენი კედლები მოეწყო. ახალშენი-სამების დამაკავშირებელი ახალი გზით, 200 ადგილობრივი ისარგებლებს. რეაბილიტირებული გზა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დაათვალიერა. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის 11 052 000 ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით კი, 20 კმ-მდე ცემენტ-ბეტონის საფარი...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში ე. წ. ჭყეპნარასა და საბუკიას უბნების გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული უბნების გზებზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები. საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს კი, რომლის ღირებულებაც 4 148 999.65 ლარს შეადგენს,  სამშენებლო კომპანია „პალადა“ აწარმოებს. "საბუკიას უბანში -5 251 მეტრი გზა დაიგება,...
ქალაქ ზესტაფონში სხვადასხვა ტერიტორიაზე მგზავრთა მოსაცდელები მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის, ქალქის სხვადასხვა მისამართზე ცხრა მოსაცდელი დამონტაჟდა. "პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მოსაცდელების მოწყობის სამუშაოებს შპს „იმპექსი“ აწარმოებდა მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად. მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა ტრანსპორტით მოსარგებლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - განმარტავენ მერიაში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. "სამუშაოები 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტებიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება შეადგენს 1 200 000 ლარს. პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2022 წლის 31 აგვისტოს", - ამბობენ მერიაში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. როგორც ცაგერის მერიაში განმარტავენ, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 676 549 ლარია, სამუშაოებს კი შპს "ქელე" აწარმოებს. "სამუშაოები 2022 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისას ნაპირსამაგრი დაიცავს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დატბორვისაგან, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში შეტანილი იქნება პროექტში ცვლილებები, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე", - განმარტავენ მერიაში.
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები, - აცხადებენ ხობის მერიაში. მათივე ცნობით, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. "აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია. ასევე, ძველ ხიბულაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სამუშაოები. დასრულდა სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა...
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის” და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამების მიზნებზე, მათში განხორციელებულ ცვლილებებზე, მოსარგებლე პირთა წრეზე და დაფინანსების მოცულობაზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, ხობის...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა განახლდა, - ამის შსახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. "სამეგრელოს ქუჩის პირველი და მეორე შესახვევის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულდა და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი, რათა წყალუხვობისას წყალსაწრეტი არხებიდან ტერიტორიების დატბორვა არ მოხდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს საგზაო ასრულებს", - განმარტავენ მერიაში. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი სამუშაოებზე ყოველდღიურად გაგრძელდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ