ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში ე. წ. ჭყეპნარასა და საბუკიას უბნების გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული უბნების გზებზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები.
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს კი, რომლის ღირებულებაც 4 148 999.65 ლარს შეადგენს, სამშენებლო კომპანია „პალადა“ აწარმოებს.
“საბუკიას უბანში -5 251 მეტრი გზა დაიგება, ხოლო ჭყეპნარას გზა- 3 311 მეტრია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რკინა/ბეტონის საფარი დაიგება. სოფელ მეორე ობჩაში ე.წ ჭყეპნარა საბუკიას გზას წლების მანძილზე რეაბილიტაცია არ ჩატარებია”, – აცხადებენ მერიაში.