ცაგერის სოფელ ჩხუტელში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

581

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.

როგორც ცაგერის მერიაში განმარტავენ, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 676 549 ლარია, სამუშაოებს კი შპს “ქელე” აწარმოებს.

“სამუშაოები 2022 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისას ნაპირსამაგრი დაიცავს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დატბორვისაგან, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში შეტანილი იქნება პროექტში ცვლილებები, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განმარტავენ მერიაში.