წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა განახლდა, – ამის შსახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
“სამეგრელოს ქუჩის პირველი და მეორე შესახვევის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულდა და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი, რათა წყალუხვობისას წყალსაწრეტი არხებიდან ტერიტორიების დატბორვა არ მოხდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს საგზაო ასრულებს”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი სამუშაოებზე ყოველდღიურად გაგრძელდება.