პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს დღეს უყრის

585

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად კენჭისყრაზე დღეს, 16 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, პროექტში შესწორებები შევიდა, ჯერ ტექნიკურად მზად არ არის და გამომდინარე აქედან, კენჭი ხვალ ეყრება.

არსებული ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის, რაც თავის მხრივ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას უკავშირდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.