ხობის მერია: სოფელ ძველ ხიბულაში ყველა შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

386

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები, – აცხადებენ ხობის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

“აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.

ასევე, ძველ ხიბულაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სამუშაოები. დასრულდა სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა და გაზიფიცირება.

გარდა ამისა სოფელ ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. ქართუმვე სოფელში ახალი საბავშვო ბაღიც ააშენა”, – განმარტავენ მერიაში.