ზესტაფონში სხვადასხვა მისამართზე მოსაცდელები მოეწყო

418

ქალაქ ზესტაფონში სხვადასხვა ტერიტორიაზე მგზავრთა მოსაცდელები მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის, ქალქის სხვადასხვა მისამართზე ცხრა მოსაცდელი დამონტაჟდა.

“პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მოსაცდელების მოწყობის სამუშაოებს შპს „იმპექსი“ აწარმოებდა მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად. მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა ტრანსპორტით მოსარგებლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – განმარტავენ მერიაში.