ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
“სამუშაოები 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტებიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება შეადგენს 1 200 000 ლარს. პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2022 წლის 31 აგვისტოს”, – ამბობენ მერიაში.