გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თეთრიწყაროში წყლის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოებს აგრძელებს. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარი მოხმარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არსებული რეზერვუარების, სატუმბო სადგურისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
„თეთრიწყაროში ზაფხულის სეზონზე წყლის დებიტი საგრძნობლად იკლებს, შესაბამისად მოსახლეობას ამ პერიოდში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. ქალაქში არსებული რეზერვუარები 1980-იან წლებშია აგებული და რეაბილიტაციას საჭიროებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, თეთრიწყაროში მცხოვრები 6 ათასზე მეტი ადამიანი განახლებული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.