ფოთში თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 133 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტების მიმდინარეობის ტემპი და სამუშაოების ხარისხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა, ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელმუტ ფიშერთან ერთად შეამოწმა. რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია გამწმენდი ნაგებობაც. მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ. ქსელის მოწყობასა და 28...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა განაახლა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პარალელურად უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. "სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში, კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, დოკუმენტის ძირითად მოცემულობებთან შეუთავსებელი და სარევიზიო ტერიტორიების ჩამონათვალი განისაზღვრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, შეუსაბამო ტერიტორიებია: გლდანის ტბის მიმდებარედ, აგრარული უნივერსიტეტის უკან, ვაშლიჯვარში და ჟვანიას ქუჩის ბოლოში არსებული ტერიტორიები. რაც შეეხება სარევიზიო ტერიტორიებს, ესენია: ა) გლდანი-მუხიანი, ხევძმარის ხევში არსებული განვითარებები. სარევიზიოა პროექტით გათვალისწინებული კოლექტორის თავზე მშენებლობის საკითხი; ბ) დიდი დიღომი, რაგბის კომპლექსის მიმდებარედ, წოწორას ხევის...
წინა სტატია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილია შემდეგი ეტაპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიებზე "ჩარჩო გეგმების" დამუშავებას ითვალისწინებს. "უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 2,7 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მცხოვრებლების თქმით გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80 - იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მერიის ინფომრაციით, მეჯვრისხევის შიდა გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 985 312 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით...
წინა სტატია მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი გახდა ცნობილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე მოიაზრება. ის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორია. რიჟვაძეს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული ენერგო სექტორისა და ბიზნეს სამართალის მიმართულებით. გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი შპს "აჭარისწყალი ჯორჯიას" იურიდიული დირექტორი იყო....
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში საუბნო გზების, ხიდ-ბოგირებისა და გაბიონების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ბადრი ლომაურიძე ჩიხის საავტომობილო გზაზე ვაშლების ბაღთან დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და ერთ მხარეს გაბიონის მოწყობას, ასევე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ცუხიშვილების ასახვევში დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და ორივე მხარეს გაბიონის მოწყობის სამუშაოს ასრულებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 21 094 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოიყო.
ქალაქ ვანში გიორგაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, გიორგაძის ქუჩაზე 1 000 მეტრამდე ბეტონის გზა მოეწყობა. მათი თქმით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 197 720 ლარი დაიხარჯება. გიორგაძის ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს გიანი-2011“ ახორციელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოების 90% შესრულებულია. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გიორგაძის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენითი სამუშოები 24 ივლისს უნდა დასრულდეს.
თბილისის გენგეგმას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმიანება. კუჭავას თქმით, მისასალმებელია, რომ მიღწეულია საბოლოო შეთანხმება და თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გენგეგმის სახით. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ გენგეგმის ძირითად კონცეფციაზე ყველა თანხმდება. აღსანიშნავია, რომ გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს. იგეგმება თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება: ოთხი ახალი საქალაქო...
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სპეთში, ცენტრალურ საავტომობილო გზის 1 700 მეტრ სიგრძეზე რკინა-ბეტონის საფარი და გაბიონი ეწყობა. "ამჟამად გაბიონის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გზის რეაბილიტაცია დაიწყება"- აცხადებენ მერიაში. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძე 428 025 ლარად ასრულებს, ხელშეკრულების თანახმად - სამშენებლო პროცესი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრამდე დასრულდება.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კუხში პოლიკარპე კაკაბაძის სახლ - მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  პროექტის ფარგლებში მუზეუმის სახურავი, იატაკი, ჭერი და ელექტროგაყვანილობა იცვლება. ამასთან, რეაბილიტაცია უტარდება აივნებს. პროექტს მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია ,, რეგიონული ინიციატივების ცენტრი - „ნათელი მომავალი“ ახორციელებს. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობასა და კოორდინაციას მერიის შესაბამისი სამსახურები უწევენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გზას რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 526 696 ლარს შეადგენს. სამუშაოებს გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია შპს „იბოლია“ ახორციელებს. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული გზის 1 187 მეტრიან მონაკვეთს, ნახევარ საუკუნეზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. "პროექტი გზის აღნიშნული მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ორ ინიციატივას დააყენებს, რომელიც მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვისა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის გამკაცრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის თქმით, შესაბამის ნორმატიულ აქტებში შევიდეს ცვლილებები და ის რეგულაციები, რომლებიც უფლებას იძლევა გაიყიდოს მშენებლობის კოეფიციენტები და გაიცეს სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისელების ინტერესებს ეწინააღმდეგება, დარეგულირდეს, გამკაცრდეს ან საერთოდ გაუქმდეს. „ფაქტია, რომ...
მცხეთის სოფელ ბიწმენდში სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობა აშენდება მერიის ცნობით, წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში აშენდება 2,700 კმ სიგრძის მილის საშუალებით ბიწმენდში არსებულ რეზერვუარებს შეუერთდება და გაღმა ბიწმენდის მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგებას საგრძნობლად გააუმჯობესებს. პროექტი ამერიკულ საქველმოქმედო ფონდ ,,ლდს-ჩერიტი“-სა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ჯითი სმარტ სოლუშენს“-ი განახორციელებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისსა და მუხრანში წყალმომარაგების სისტემებს რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, სოფ. ქსოვრისში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 102 554 ლარს შეადგენს. პროექტი ამერიკული გრანტით „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდიდან“ ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „თერგი“ აწარმოებს. ამასთან, სოფელ მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო....
ფოთში სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Cobra instalaciones servicios”, საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდა. "სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზისმშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს. მისი ღირებულება 14 500 136 ლარს შეადგენს", - აცხადებენ ფოთის მერიაში. არქიტექტორებმა ქალაქის მერს შენობის პროექტი წარუდგინეს და მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. ამასთან, კომპანია „Cobra instalaciones servicios”...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ