საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში საუბნო გზების, ხიდ-ბოგირებისა და გაბიონების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ბადრი ლომაურიძე ჩიხის საავტომობილო გზაზე ვაშლების ბაღთან დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და ერთ მხარეს გაბიონის მოწყობას, ასევე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ცუხიშვილების ასახვევში დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და ორივე მხარეს გაბიონის მოწყობის სამუშაოს ასრულებს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 21 094 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოიყო.