მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი გახდა ცნობილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე მოიაზრება. ის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორია. რიჟვაძეს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული ენერგო სექტორისა და ბიზნეს სამართალის მიმართულებით. გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას” იურიდიული დირექტორი იყო. ამასთან, 2014- 16 წლებში აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი გახლდათ, საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითებში.
კიდევ ერთი კანდიდატი ცოტნე ანანიძეა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უჭირავს. 2010-2011 წლებში ის პოლიტიკური პატიმარი იყო. 2016 წლამდე ანანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის თანამშრომელი იყო.
ზაალ მიქელაძე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. თაბამდებობაზე ის ზურაბ პატარაძემ 2016 წლის დეკემბერში წარადგინა. ის პატარაძის გუნდის წევრია. ამასთან, მიქელაძე სხვადასხვა პერიოდში სამედიცინო მიმართულებით მუშაობდა. 2012 წელს „ჩემი ოჯახის კლინიკა-ქობულეთის’’ სამედიცინო მენეჯერი იყო. 2013-დან 2016 წლამდე ზაალ მიქელაძე აჭარაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
ბადრი ნაკაშიძე – 2017 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტი უჭირავს. პროფესიით იურისტი წლების განმავლობაში სამეცნიერო საქმიანობასაც ითავსებდა. 2017 წლამდე მას ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის მართვის სამართლებრივი საფუძვლების კათედრის გამგე იყო. მუშაობდა პარიზის დიპლომატიურ და სტრატეგიულ სწავლებათა ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ყოფნის დროს, პატარაძეს დავალელები მისცა და პრემიერისგან მან შენიშვნაც მიიღო. მამუკა ბატაძემ მაშინ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს გამოსწორებას.
მთავრობის თავჯდომარის არჩევის პროცედურები ასეთია – უფლებამოსილების შეჩერებიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენმა აჭარის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს კანდიდატი, რომელიც იმავე დღეს წარადგენს მინისტრობის კანდოდატებს. საბჭო 21 წევრისგან შედგება. იმისთვის რომ დამტკიცდეს აუცილებელია 11 დეპუტატის ხმა. უმაღლესი საბჭოში ქართულ ოცნებას უმრავლესობა, 14 მანდატი აქვს.