საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სპეთში, ცენტრალურ საავტომობილო გზის 1 700 მეტრ სიგრძეზე რკინა-ბეტონის საფარი და გაბიონი ეწყობა.
“ამჟამად გაბიონის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გზის რეაბილიტაცია დაიწყება”- აცხადებენ მერიაში.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძე 428 025 ლარად ასრულებს, ხელშეკრულების თანახმად – სამშენებლო პროცესი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრამდე დასრულდება.