ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კუხში პოლიკარპე კაკაბაძის სახლ – მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში მუზეუმის სახურავი, იატაკი, ჭერი და ელექტროგაყვანილობა იცვლება. ამასთან, რეაბილიტაცია უტარდება აივნებს.
პროექტს მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია ,, რეგიონული ინიციატივების ცენტრი – „ნათელი მომავალი“ ახორციელებს.
აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობასა და კოორდინაციას მერიის შესაბამისი სამსახურები უწევენ.