გორის სოფელ კვარხეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

705

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 2,7 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მცხოვრებლების თქმით გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80 – იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

მერიის ინფომრაციით, მეჯვრისხევის შიდა გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აღნიშნული სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 985 312 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ აწარმოებს.

პროექტი გზის აღნიშნული მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება.