მცხეთის სოფელ ბიწმენდში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა აშენდება

997

მცხეთის სოფელ ბიწმენდში სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობა აშენდება

მერიის ცნობით, წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში აშენდება 2,700 კმ სიგრძის მილის საშუალებით ბიწმენდში არსებულ რეზერვუარებს შეუერთდება და გაღმა ბიწმენდის მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

პროექტი ამერიკულ საქველმოქმედო ფონდ ,,ლდს-ჩერიტი“-სა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ჯითი სმარტ სოლუშენს“-ი განახორციელებს.