ქალაქ ვანში გიორგაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

782

ქალაქ ვანში გიორგაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, გიორგაძის ქუჩაზე 1 000 მეტრამდე ბეტონის გზა მოეწყობა. მათი თქმით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 197 720 ლარი დაიხარჯება.

გიორგაძის ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს გიანი-2011“ ახორციელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოების 90% შესრულებულია.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გიორგაძის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენითი სამუშოები 24 ივლისს უნდა დასრულდეს.