თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, დედაქალაქში 1 ავტომობილზე 4-5 საპარკინგე ადგილია საჭირო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ჯგუფის მოსაზრებით, აღნიშნული საპარკინგე ადგილები საჭიროა იყოს სახლთან, სამსახურთან, სავაჭრო ცენტრთან და არარეგულარული დანიშნულების ობიექტებთან (სამედიცინო ცენტრი, კულტურული ცენტრი, სახელმწიფო ორგანიზაცია და სხვ.) ამასთან, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, დედაქალაქში პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა დაწესდეს და ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა უსაფრთხოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. მათივე განმარტებით,...
ქობულეთში, ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და ინვესტორ კომპანიას ზღვის სანაპიროზე გადასასვლელის გახსნას სთხოვენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეებთან ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მივიდა და მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება სთხოვა, რადგან მისი თქმით, აქციის მონაწილეები კერძო საკუთრების ადგილას იმყოფებიან. „მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება ხდება. საინფორმაციო დაფაზე ყველა პირობა წერია. კვირას ამ საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი. ტერიტორიის მფლობელი საკითხს გაგებით...
წინა სტატია დღეიდან, 10 ივლისიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის, კერძოდ მეთოდისტების გადამზადება დაიწყო. სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული "აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულის" მიხედვით მიმდინარეობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფები არიან პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღმზრდელ-პედაგოგის დადგენილ მოთხოვნებს, სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად; ასევე პირები, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან აღნიშნულ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად ან მეთოდისტად. ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა...
"შენობების ენერგოეფექტურობას შესაბამისი აუდიტორები დაითვლიან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტების გადამზადება უკვე მიმდინარეობს. როგორც ქავთარაძე ამბობს, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კომპიუტერული პროგრამის შექმნაზეც, რომელიც აუდიტორებს საშუალებას მისცეს უმოკლეს დროში დაითვალონ ამა თუ იმ შენობის ენერგო ეფეტურობის მაჩვენებლები. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. "ენერგო აუდიტი არის ესეთი ცნება. მიმდინარეობს მუშაობა რომ მოხდეს სპეციალისტების გადამზადება....
თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის არჩევის შემდეგ მერიის თანამშრომლების საშტატო ერთეული 78-ით შემცირდა. ამ დროისთვის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 4950 ადამიანი მუშაობს. ბიუჯეტის მიხედვით, მათი შრომის ანაზღაურების ფონდი 82 610,8 ათასი ლარია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რომელი შტატები და კომისიები გააუქმა კახა კალაძემ, ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ ოფიციალურად გამოითხოვა. მერიაში გაუქმდა შემდეგი კომისიები და სამუშაო ჯგუფები: 1. თბილისში ძაღლების გასეირნებისვის სპეციალური ადგილების შერჩევის...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, 5 სოფელში ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება და უახლოეს პერიოდში სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, დიმის, ფერსათისა და საკრაულას მოსახლეობა ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს. იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში ცენტრალური გზების გარდა დიდი ყურადღება ეთმობა სოფლებამდე მისასვლელ გზებს. "2018 წლის დასაწყისში ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრა და სამუშაოები...
ბორჯომის მერია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებზე იმსჯელეს. ახალი კოდექსი მიმდინარე წელს ამოქმედდა. ინფორმაციას "ბორჯომის ტელევიზია" ავრცელებს. ა/ო „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ამ თემაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „მწვანეთა მოძრაობა“პროექტს 4 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები, კერძოდ, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 50-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 4,...
გორის ვიცე-მერს გელა კაპანაძეს მიაჩნია, რომ მომსახურების ხელშეკრულება, ყველა საინფორმაციო საშუალებასთან ერთნაირად უნდა გაფორმდეს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. გელა კაპანაძის აზრით, თანხის გადამხდელი მომსახურებას საკუთარი სურვილის მიხედვით ყიდულობს. “ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაკეთდა არჩევანი ტელეკომპანია "დია -"ზე, ეს თავად ა(ა)იპ - ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა. ჩემი, როგორც ჟურნალისტის შეფასება, ასეთია, რომ სასურველია ყველა მედიასაშუალებასთან და ყველა საინფორმაციო საშუალებასთან ერთნაირად იყოს მომსახურების ხელშეკრულება დადებული....
სოფელი ბროლოსანი მთის სტატუსის გარეშეა. დასახლება ზღვის დონიდან 900 მ-ზე მაღლა მდებარეობს. სტატუსი იმ სოფლებს აქვთ, რომლებიც ბროლოსნამდე, შედარებით, ქვემოთ მდებარეობენ, თუმცა ოფიციალური მიზეზი რის გამოც ბროსლანს სტატუსი არ აქვს, უცნობია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. იმისათვის, რომ 30-კომლიან სოფელს მთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს, მოსახლეობა 25%-იან მიგრაციას უნდა განიცდიდეს. არითმეტიკული გაანგარიშებით კომისიამ დაადგინა, რომ მიგაცია 24,85%-ს შეადგენს, რაც იმას...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა ინიციატივა,რომლის თანახმადაც, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ტერიტორიას თავისუფლების მოედანი უნდა ეწოდოს, ავტოსადგურის მონაკვეთს კი, რომელიც ამ დრომდე გია ჭანტურიას სახელს ატარებს, სახელწოდება შეეცვალოს და პირველი რესპუბლიკის მოედნად იწოდოს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, რომლის კომპეტენციაც გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაა, ამ წინადადების ავტორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები არიან. კომისიის...
ქუთაისში, ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის. განახლდება თუ არა წელს სამუშაოები იმ ტენდერის შედეგებზეა დამოკიდებული, რომელიც ქუთაისის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ღვარსადენისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოაცხადა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ტენდერში წინადადებების მიღება 10 ივლისს სრულდება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული,  ასათიანის ქუჩის სიგრძე 1 500 მეტრია. უხვი ნალექის პირობებში კი, აღმაშენებლის გამზირიდან...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 651-ლარიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. ამ დროისთვის შეიცვალა ადგილი და დროშა ნიკეას ქუჩის ნაცვლად ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მოეწყობა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. სატენდერი დოკუმენტაციის მიხედვით,  დროშის დგარი 45 მეტრის სიმაღლის, უჟანგავი მეტალისაგან დამზადდება. ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის აღსამართად  საჭირო დგარის მოსაწყობად პირველი ტენდერი 2018 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. 25 აპრილს სატენდერო კომისიამ გამართულ სხდომაზე დროშის დგარის  მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა...
წინა სტატია ზღვის უბანში, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე, ნაძალადევის რაიონში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებლი სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, 3 200 კვ.მ ფართობზე ატრაქციონები, სკამები, მწვანე ნარგავები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება. პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. https://www.youtube.com/watch?v=-ZFLJrE46Io
ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა. მერიის ცნობით, ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად კი, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. "ახალი რეანომობილის საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ