ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალ შენობასთან ერთად რეანომობილი გადაეცა

1053

ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა.

მერიის ცნობით, ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად კი, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

“ახალი რეანომობილის საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას გაზრდის”, – აცხადებენ მერიაში.

აღნიშნული პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.