თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ცნობილია

2597

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა უსაფრთხოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

მათივე განმარტებით, წყლის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ხორციელდება და სააგენტოს სპეციელისტები საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, წყლის სინჯებს თვეში ერთხელ იღებენ.

“მონიტორინგი გრძელდება. სექტემბრის თვის ჩათვლით განხორციელდება კვლევები. კვლევა თვეში ერთხელ ტარდება”, – განაცხადეს სააგენტოში.