სოფელი ბროლოსანი მთის სტატუსის გარეშეა. დასახლება ზღვის დონიდან 900 მ-ზე მაღლა მდებარეობს. სტატუსი იმ სოფლებს აქვთ, რომლებიც ბროლოსნამდე, შედარებით, ქვემოთ მდებარეობენ, თუმცა ოფიციალური მიზეზი რის გამოც ბროსლანს სტატუსი არ აქვს, უცნობია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
იმისათვის, რომ 30-კომლიან სოფელს მთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს, მოსახლეობა 25%-იან მიგრაციას უნდა განიცდიდეს. არითმეტიკული გაანგარიშებით კომისიამ დაადგინა, რომ მიგაცია 24,85%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში (ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე) დემოგრაფიული ცვლილება არ მომხდარა – ანუ სოფელს არავინ ტოვებს.
სოფლის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე ამბობს, რომ საკმარისია სოფლიდან ერთი ოჯახი ამოეწეროს, რომ ნორმა დაცული იქნება. სოფლიდან ამოწერას კი არავინ აპირებს.
ადგილობრივი მცხოვრები შალვა ივანაშვილი სოფლის გასაჭირზე საუბრობს. ამბობს, რომ სოფელი მესაქონლეობით ირჩენს თავს.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საკითხის მოგვარება ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს შეუძლია, რადგან ის პარლამენტარია და ვალდებულია ტრიბუნა გამოიყენოს:
“არჩევნების დროს, სიმონ ნოზაძე დაგვპირდა, რომ 99%-ით ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი, მაგრამ არჩევნები დიდი ხანია გავიდა. ახლა ახალი არჩევნები მოდის და კიდევ ველოდებით მათ ამოსვლას და ამ დაპირების მოცემას,“ – ამბობს სოფლის წარმომადგენელი შალვა ჩინჩალაძე.