ქუთაისის მერიამ დროშის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი მეორედ გამოაცხადა

794

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 651-ლარიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. ამ დროისთვის შეიცვალა ადგილი და დროშა ნიკეას ქუჩის ნაცვლად ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მოეწყობა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

სატენდერი დოკუმენტაციის მიხედვით,  დროშის დგარი 45 მეტრის სიმაღლის, უჟანგავი მეტალისაგან დამზადდება.

ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის აღსამართად  საჭირო დგარის მოსაწყობად პირველი ტენდერი 2018 წლის 16 აპრილს გამოაცხადა.

25 აპრილს სატენდერო კომისიამ გამართულ სხდომაზე დროშის დგარის  მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.