გორის ვიცე-მერს გელა კაპანაძეს მიაჩნია, რომ მომსახურების ხელშეკრულება, ყველა საინფორმაციო საშუალებასთან ერთნაირად უნდა გაფორმდეს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
გელა კაპანაძის აზრით, თანხის გადამხდელი მომსახურებას საკუთარი სურვილის მიხედვით ყიდულობს.
“ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაკეთდა არჩევანი ტელეკომპანია “დია -“ზე, ეს თავად ა(ა)იპ – ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა. ჩემი, როგორც ჟურნალისტის შეფასება, ასეთია, რომ სასურველია ყველა მედიასაშუალებასთან და ყველა საინფორმაციო საშუალებასთან ერთნაირად იყოს მომსახურების ხელშეკრულება დადებული. მომსახურების კონკრეტულ სერვისზე ან იმ პუნქტზე, რომელზეც სურს მიაღწიოს ამა თუ იმ ინსტიტუციამ იმ საინფორმაციო სააგენტოსთან, ტელეკომპანიასთან თუ სხვასთან, მაგრამ გააჩნია – ეს თავისი არჩევანია რამდენად სჭირდება და როგორ სჭირდება“, – განაცხადა გორის ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ.
გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილიც აცხადებს, რომ არ იცის რა თანხაა გამოყოფილი მერიაში პიარ კამპანიისთვის. ეკატერინე სუხიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა პრინციპით ირჩევს ადგილობრივი ხელისუფლება მედიასაშუალებებს, რომლებთანაც მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს.