მერიის რომელი კომისიები და სამუშაო ჯგუფები გააუქმა კახა კალაძემ. სია

757

თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის არჩევის შემდეგ მერიის თანამშრომლების საშტატო ერთეული 78-ით შემცირდა. ამ დროისთვის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 4950 ადამიანი მუშაობს. ბიუჯეტის მიხედვით, მათი შრომის ანაზღაურების ფონდი 82 610,8 ათასი ლარია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

რომელი შტატები და კომისიები გააუქმა კახა კალაძემ, ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ ოფიციალურად გამოითხოვა. მერიაში გაუქმდა შემდეგი კომისიები და სამუშაო ჯგუფები:

1. თბილისში ძაღლების გასეირნებისვის სპეციალური ადგილების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
2. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებით კომისია.
3. „თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხარჯების ოპტიმიზაციის სამუშაო ჯგუფი.
4. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი კონკურსის კომისია.
5. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთნ დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭო.
6. 2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი რონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზაბულად განხორციელების კომისია.
7. გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
8. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
9. მერიის სისტემაში და თბილისის იურიდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და გამართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფი.
10. თბილისის მერიასა და „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებული ხელშეეუკრულების ინსპექტირების სამუშაო ჯგუფი.
11. გენ.გეგმის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.
12. დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია.
13. მერიის საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისია.
14. თბილისის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი.
15. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია.
16. დედაქალაქის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფი.
17. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანის, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავსირებით განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კომისია.
18. თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭო.
19. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე გადასვლის უზრუნვესლსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერსთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია.