ბორჯომის მერიაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები განიხილეს

992

ბორჯომის მერია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებზე იმსჯელეს. ახალი კოდექსი მიმდინარე წელს ამოქმედდა. ინფორმაციას “ბორჯომის ტელევიზია” ავრცელებს.

ა/ო „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ამ თემაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „მწვანეთა მოძრაობა“პროექტს 4 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის ამ კუთხით ინფორმირებაა.