არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და ის დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს. შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით...
ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო - ეს არის ჩემთვის მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„სისტემა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, სიახლე არ არის. მე ამაზე ჯერ კიდევ 2017 წელს ვსაუბრობდი, როდესაც დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა. მაშინ გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ვიცი მოგვიწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა,...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრის აუქციონზე გატანა და შესაძლო გასხვისება გააპროტესტა. ადგილობრივების ნაწილმა აქცია გამართა და პროცესის შეჩერება მოითხოვა.
მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელიც წლებია სოფლის კუთვნილებაა.
ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს. თუმცა, მერი მიიჩნევს, რომ ადგილობრივების პროტესტი სამართლიანია და პრობლემების მოსაგვარებლად,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელმაც დღეს თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, 1 საათით გადაიდო. სხდომის დაწყებამდე, რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.
სხდომის გადადების შესახებ განცხადება საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა გააკეთა. მისი განცხადებით, რეგლამენტი ითვალისწინებს, კვორუმის არარსებობის შემთხვევაში სხდომის 1 საათით გადადებას.
დარბაზში არ იმყიფება “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი, პარტია “საქართველოსთვის” 2 დეპუტატი ესწრება, “ქართული ოცნებიდან” კი 3...
ფილარმონიის წინ გვინდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. ჩვენ შევთავაზეთ „ნაცმოძრაობას“, რომ 1 ლარად გადავცემდით, რათა მათ გაეკეთებინათ ეს პროექტი, თუმცა არ გააკეთეს და მუნიციპალიტეტი გააკეთებს ამას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება სხვაგანაც. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომ ქუჩები, სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად იყოს მოწყობილი. არ არის აუცილებელი,...
ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ანგარიში, 2021 წელი ძალიან რთული იყო. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს პანდემია, იყო სხვა გამოწვევებიც, თუმცა ძალიან დიდია ოპტიმიზმი და შემართება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“, რომელსაც აღებული აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ის გამოწვევები და პრობლემები, მოგვარებული და მოწესრიგებული იყოს. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის...
ზუგდიდის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბასილაიას განცხადებით, პარტიის წევრები თბილისში „მასობრივი შიმშილობის აქციას“ შეურთდებიან. როგორც მან განმარტა, საკრებულოს დეპუტატები შიმშილობის აქციაში ჩართვის გამო, დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებიან, კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომაც ვერ ჩატარდება.
„ჩვენ დღეს სოლიდარობის აქციას ვუერთდებით, მივდივართ თბილისში და ვიქნებით მოშიმშილეებთან. ასე რომ, სავარაუდოდ დღეს კვორუმი ვეღარ შედგება და კვორუმის ვერ შექმნის გამო ფაქტობრივად დღევანდელი საკრებულოს...
წინა სტატია
თბილისის მერია, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
"წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა...
თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, იგეგმება, რომ იურიდიულ პირებს დასუფთავების გადასახადი გაუძვირდეთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხს დედაქალაქის საკრებულო იმ ფონზე განიხილავს, როდესაც ბიზნესი ისედაც მძიმე პირობებშია.
„დასუფთავების მოსაკრებელი ყველას უძვირდება თითქმის 100 %-ით. ვიღაცებს უძვირდებათ 90 და 110%-ით, მაგრამ საშუალო ზრდა არის 90%-იანი. ეს იმ დროს, როდესაც ბიზნესი ამ პანდემიის პირობებში გამოუვალ მდგომარეობაშია. წინასაარჩევნოდ კახა კალაძემ ბიზნესის "სტიმულირებისთვის"...
საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
„ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ განაცხადი ასოციაცია „მუხურის თაფლმა“ შეიტანა. სპეციფიკაციების შესაბამისად, მუხურის თაფლი ხასიათდება...
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, 2021 წლის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა და საუკეთესოდ აღიარებული პროექტები საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე დასახელდა, სადაც გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
„გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – „ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“...
ქალაქ თბილისში საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) გამარჯვებული მუნიციპალიტეტები 8 ნომინაციაში გამოავლინა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვება ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროგრამები საუკეთესოდ ორ ნომინაციაში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ...
თბილისის მერია, დღეიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.
გახსნის სამზადისს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
„ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს. შესაბამისი განცხადება ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ გააკეთა.
მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, „თუ ჩვენ ვერ გავზრდით პირბადის ტარების და აცრის მოცვის მაჩვენებელს“.
„ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის - პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები...
ვიყოთ ძალიან მოკრძალებული წელს - კი, ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული თუ შეიძლება, რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში მკაცრ „ლოკდაუნებს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციების და წესების აღსრულებაზე.
„არავინ არ ჩაკეტავს ქვეყანას, არც ევროპული ქვეყნები საშობაოდ არ კეტავენ ქვეყნებს...
ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პირველი ქართული მარანი Lorangi გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე, წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.
ამასთან, საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების საპატივსაცემოდ გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































