ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პირველი ქართული მარანი Lorangi გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე, წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.
ამასთან, საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების საპატივსაცემოდ გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.