კალაძე: ფილარმონიის წინ მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება

475

ფილარმონიის წინ გვინდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. ჩვენ შევთავაზეთ „ნაცმოძრაობას“, რომ 1 ლარად გადავცემდით, რათა მათ გაეკეთებინათ ეს პროექტი, თუმცა არ გააკეთეს და მუნიციპალიტეტი გააკეთებს ამას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება სხვაგანაც. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომ ქუჩები, სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად იყოს მოწყობილი. არ არის აუცილებელი, რომ შუა ზოლი იყოს გამოყენებული ავტობუსებისთვის. ყველა ქუჩას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. შემდეგი არის მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, რომელსაც მომდევნო წელს დავიწყებთ. ასევე ფილარმონიის წინ გვინდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. ჩვენ შევთავაზეთ „ნაცმოძრაობას“, რომ 1 ლარად გადავცემდით, რათა მათ გაეკეთებინათ ეს პროექტი, თუმცა არ გააკეთეს და მუნიციპალიტეტი გააკეთებს ამას. კოსტავას ქუჩა და რუსთაველის გამზირიც ანალოგიურად მოწესრიგდება, სადაც პრიორიტეტი ექნებათ ფეხით მოსიარულეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იქნება ველობილიკები, გამწვანება და ა.შ.“ – აღნიშნა თბილისის მერმა.