ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ანგარიში, 2021 წელი ძალიან რთული იყო. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს პანდემია, იყო სხვა გამოწვევებიც, თუმცა ძალიან დიდია ოპტიმიზმი და შემართება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“, რომელსაც აღებული აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ის გამოწვევები და პრობლემები, მოგვარებული და მოწესრიგებული იყოს. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ანგარიში, 2021 წელი ძალიან რთული იყო. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს პანდემია, იყო სხვა გამოწვევებიც, თუმცა ძალიან დიდია ოპტიმიზმი და შემართება. თბილისის მაგალითზე გეტყვით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები გველოდება 2022 წელს და ყველა ის დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით, აუცილებლად უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა კალაძემ.