"ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. 2022 წლის ბიუჯეტი 27,814,000 ლარით განისაზღვრება, რაც გასული წელთან შედარებით, 2 700 000 ლარით მეტია, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საბიუჯეტო რესურსები მაქსიმალურად მორგებულია მათ მიერ დაანონსებული 8-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლით მომარაგების...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციის პერსონალს ხელფასები გაეზარდათ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5 500 ლარითაა განსაზღვრული.
ხელფასები გაეზარდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებსაც. 9 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე...
რუსთავში დასუფთავების სამსახურის რეფორმის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ყველა ურნა ახლით ჩანაცვლდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განუცხადა, რომლის თქმითაც ამ დროისთვის ქალაქში არსებული ურნების აღწერა მიმდინარეობს.
"რეფორმის ფარგლებში ვახორციელებთ აღწერა/ანალიტიკას მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ შორის შიდა საუბნო სივრცეების სრულად ათვისება მოხდება.
უკვე გვაქვს ნაგვის ურნების გარკვეული რაოდენობა, რომლითაც ჩავანაცვლებთ. ასევე ეტაპობრივად, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ახალი შესყიდვები. ვფიქრობ,...
"უახლოეს მომავალში ვაპირებ არსებულ კომპანიასთან შეხვედრას და იმ საკითხების დაყენებას, რომელიც ყოველ დილით სტუდენტებსა და ძალიან ბევრ ადამიანს დისკომფორტს უქმნის",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" გადაცემაში განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, მოსახლეობისგან აქვს ინფორმაცია, რომ რიგ მიმართულებებზე, განსაკუთრებით დილით და საღამოს პიკის საათებში რუსთავიდან თბილისში და პირიქით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
"ძალიან ბევრ სტუდენტს უჭირს გადაადგილება რუსთავი-თბილისის მიმართულებით. მეც მისაუბრია ძალიან...
ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ქალაქის მერია სასურსათო ამანათებს 4000-ზე მეტ ბენეფიციარს გადასცემს, მათ შორის: სოციალურად დაუცველ ოჯახებს, "მადლიერების სახლის" ბენეფიციარებს, შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, 100 და მეტი წლის ადამიანებს, ღვაწლმოსილ მოქალაქეებს.
საახალწლო ნობათში შედის: გაყინული ქათამი 1, შაქარი 2კგ, შედედებული რძე 1, ზეთი 1, შოკოლადის...
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დოკუმენტი დარღვევებითაა შედგენილი და აღმასრულებელი ციფრებით მანიპულირებს, როცა აცხადებს, რომ ბიუჯეტი იზრდება. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესო ბრეგაძე ამბობს, რომ მერიის მიერ მომზადებულ პროექტში არსებული შეცდომები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დოკუმენტის განხილვის ამ ეტაპზე ვეღარ დაკორექტირდება და მათი დანართის სახით შესწორება შეუძლებელი იქნება....
ქუთაისის მერია კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვისათვის ტენდერს აცხადებს. 32 500 ლარის ღირებულების ტენდერზე წინადადების მიღება 31 დეკემბრს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია COVID-19 გარდაცვლილი ქუთაისში რეგისტრირებული მოქალაქეების დაკრძალვისა და სარიტუალო მომსახურების ხარჯებს გაიღებს.
სარიტუალო მომსახურება მოიცავს:
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შედეგად გარდაცვლი ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის გვამის ჩანთაში ჩასვენებას, გარდაცვალების ადგილიდან გადმოსვენებას შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილას, გვამის განთავსების ადგილას ატანას შემდგომი...
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
ვაუჩერული დაფინანსება სკოლებში მოსწავლეთა რიცხვოვნობის მიხედვით არის განსაზღვრული. ახალი ბრძანების თანახმად, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, (რომელთა მოსწავლეების რაოდენობაა 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით), 516 ლარით განისაზღვრა. მანამდე კი, ეს თანხა 450...
საჯარო სკოლებში, სამედიცინო კაბინეტებში (შტატგარეშედ) დასაქმებული ექიმები, 600 ლარს მიიღებენ, ექთნები – 500 ლარს.
ამის შესახებ „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაშია აღნიშნული.
„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და...
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე, თბილისში 160 ათას დოლარზე მეტი ღირებულების 7 ბინას, ადიგენში კი 7 მიწის ნაკვეთს ფლობს. დეკლარაცია მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა 22 დეკემბერს შეავსო.
უძრავი ქონება
გოჩა ქიმაძე, თბილისში მუხიანის მეოთხე მიკრორაიონში ერთი და იგივე კორპუსში შვიდი ბინა აქვს, რომლის საერთო ფართი 233,22 კვ.მ–ია.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, შვიდივე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურშია. აქედან ნაწილი, საკარმიდამოა, ნაწილი – სამოსახლო.
დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ქიმაძის სახელზე...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 10 ვაკანტური ადგილია, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ–ებში კი 26.
მერია:
ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი - სარგო 1 500 ლარი;
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი - სარგო 1 700 ლარი.
პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - სარგო 1 400 ლარი;
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი - სარგო 1 000 ლარი;
გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი - სარგო 1 400 ლარი.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორი - სარგო 800 ლარი;
სპეციალისტი მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში - სარგო 700 ლარი;
სპეციალისტი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საკითხებში - სარგო 800 ლარი;
სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების საკითხებში - სარგო 800 ლარი;
სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში - სარგო 800 ლარი.
ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას" ექვსი ვაკანტური ადგილი აქვს:
სოფელ აწყურის ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი - სარგო 280...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ახლად დანიშნულ მინისტრ, ზურაბ აზარაშვილთან საკადრო საკითხებზეც იმსჯელებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე, გაბუნია განმარტავს, რომ ის მზად არის ნებისმიერი პოზიციიდან იმუშაოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარდამავალი პერიოდი, ყველა რისკის მართვა, რაც პანდემიას შესაძლოა, უკავშირდებოდეს.
„ჩვენ ამ კვირაში კონსულტაციებს გავივლით ახალ მინისტრთან ყველა საკითხზე, მათ შორის საკადრო საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო პასუხით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას...
ქარელში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 60 აღსაზრდელზე გათვლილი, საბავშვო ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ შესრულებული სამუშაოები მოინახულეს და ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
პროექტი გერმანიისა...
პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოს წევრის ირაკალი კაჭარავას განცხადებით, წინა სხდომების მსგავსად, სენაკში დღევანდელი საკრებულოს სხდომაც ჩაიშლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
სენაკის საკრებულოს წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ლაშა კუჭავამ კი საკრებულოს სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით “, ქართული ოცნებამ ” მას მანდატის დატოვების სანაცვლოდ 100 000 ლარი შეთავაზა.
შეგახსენებთ, კვორუმის არარსებობის გამო, წინა საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.
წარმომადგენლობით...
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში თანამედროვე ტიპის სპორტული დარბაზი აშენდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“თუშეთის განვითარების ფონდის” ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნით ფონდმა 2019 წლიდან დაიწყო სოფელში სპორტული დარბაზის მოწყობაზე ზრუნვა.
,,მართალია ყველაფერი დროში გაიწელა, მაგრამ ამ პერიოდში ფინანსების მოძიება გრძელდებოდა და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 62,000 ლარის მოზიდვა მოვახერხეთ. მადლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, ახმეტის განვითარების ჯგუფს, CENN-ს და ჩვენს ემიგრანტებს.
სპორტული დარბაზი მოეწყობა ქვემო...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყების ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას 30 დეკემბრიდან შეუდგება.
„ბატონი ზურაბ აზარაშვილი, რომელიც გუშინ სამინისტროში გახლდათ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მინისტრი ჩაერთვება სამინისტროს ყველა აქტივობაში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, გვაქვს შიდა კონსულტაციები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. როგორც გადაწყვეტილებაა მიღებული,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































