სენაკის საკრებულოს სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო

152

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოს წევრის ირაკალი კაჭარავას განცხადებით, წინა სხდომების მსგავსად, სენაკში დღევანდელი საკრებულოს სხდომაც ჩაიშლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

სენაკის საკრებულოს წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ლაშა კუჭავამ კი საკრებულოს სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით “, ქართული ოცნებამ ” მას მანდატის დატოვების სანაცვლოდ 100 000 ლარი შეთავაზა.

შეგახსენებთ, კვორუმის არარსებობის გამო, წინა საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.

წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია. აქედან 16 “ქართული ოცნების”, დანარჩენი კი ოპოზიციის – “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას – “საქართველოს” წევრია.

დღეს სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები არ გამოცხადნენ.

საკრებულოს სხდომა სენაკში 11 იანვრამდე გადაიდო.