ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 10 ვაკანტური ადგილია, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ–ებში კი 26.
მერია:
ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი – სარგო 1 500 ლარი;
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი – სარგო 1 700 ლარი.
პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 400 ლარი;
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 000 ლარი;
გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 400 ლარი.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორი – სარგო 800 ლარი;
სპეციალისტი მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში – სარგო 700 ლარი;
სპეციალისტი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საკითხებში – სარგო 800 ლარი;
სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების საკითხებში – სარგო 800 ლარი;
სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში – სარგო 800 ლარი.
ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას” ექვსი ვაკანტური ადგილი აქვს:
სოფელ აწყურის ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი – სარგო 280 ლარი;
ვალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი – სარგო 280 ლარი;
სოფელ სხვილისის საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის გამგე – სარგო 250 ლარი;
სოფელ წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღის დამლაგებელი – სარგო 280 ლარი;
ვალის N1 ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი – სარგო 280 ლარი;
ქ.ახალციხის N5 საბავშვო ბაგა-ბაღის მზარეული – სარგო 400 ლარი.
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებას“ ხუთი თავისუფალი ადგილი აქვს:
რაბათის N 2 ბიბლიოთეკის დამლაგებელი – სარგო 100 ლარი;
სოფელ აწყურის ბიბლიოთეკის სპეციალისტი საბიბლ.მუშაობის დარგში – სარგო 350 ლარი;
სოფელ ივლიტის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრის უფროსი სპეციალისტი – სარგო 250 ლარი;
სოფელ კლდის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრის უფროსი სპეციალისტი – სარგო 250 ლარი;
სოფელი მუგარეთის ახალგაზრდული ცენტრის უფროსი სპეციალისტი – სარგო 200 ლარი.
ა(ა)იპ „ახალციხის მძლეოსნობის სპორტულ კლუბს“ ორი ვაკანტური ადგილი აქვს:
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და საორგანიზაციო საკითხებში – სარგო 630 ლარი;
სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი – სარგო 500 ლარი.
ა(ა)იპ “ახალციხის სერვის ჯგუფს” ხუთი ვაკანტური ადგილი აქვს:
სპეც. მანქანის მძღოლი – სარგო 650 ლარი;
მუშა (მობილური) – სარგო 725 ლარი;
მეეზოვე (სოფ.ღრელში) – სარგო 20 ლარი (დღეში);
მეეზოვე (მარდა) – სარგო 500 ლარი;
2022 ბიუჯეტის მიხედვით ახალციხის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები 10–ით გაეზრდებათ.