მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციის პერსონალს ხელფასები გაეზარდათ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5 500 ლარითაა განსაზღვრული.
ხელფასები გაეზარდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებსაც. 9 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 700 ლარით განისაზღვრა, მაგრამ 27 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ანაზღაურება 4 400 ლარამდე გაიზარდა. მეორე მოადგილის თანამდებობრივი სარგო 9 დეკემბერს 3 500 ლარი იყო, ხოლო 27 დეკემბერს 3 850 ლარამდე გაიზარდა.
1 800 ლარიდან 3 190 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება. საკრბეულოში სულ ორი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. 3 190 ლარამდე გაეზარდათ ხელფასი კომისიების ხუთ თავმჯდომარესაც. ხელფასი გაეზარდათ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებსაც, საკრბეულოში სულ ფრაქციების თავმჯდომარის 8 მოადგილეა. თითოეული მათგანი ყოველთვიურად 2 530 ლარს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ შრომითი ანაზღაურება გაეზარდა საკრებულოს აპარატში დასაქმებულებსაც.
გთავაზობთ საკრებულოს აპარატის სახელფასო ნუსხას: