საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ისინი სამი ძირითადი საკითხის მოგვარებას იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია, თემში საბავშვო ბაღის მშენებლობას და საჯარო ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული საკითხების მოგვარების მოთხოვნით მერიას ინიციატივით უკვე მიმართეს. ადგილობრივების ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ დახმარებით, თემში ხელმოწერები მოგროვდა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას...
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ განცხადებით, დაბა წაღვერში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. სამუშაოებითვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 6.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება „წაღვერში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე სრულდება საპროექტო სამუშაოები”, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე , დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა და ქსელები. შედეგად დაბა წაღვერის მოსახლეობა ხარისხიანი წყლით უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებს. მშენებლობის დასრულება...
13 აპრილს "საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ ქალაქ ახალციხეში, იაძის N12-ში მდებარე N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია შეიტანა. დოკუმენტს ხელს 360 ადგილობრივი აწერს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამცხე–ჯავახეთში ორგანიზაციის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის განცხადებით, საბავშვო ბაღი სავალალო მდგომარეობაშია და დემონტაჟს საჭიროებს. „ვითხოვთ ე.წ ჯაყელების ბაღის დემონტაჟს და ამავე ადგილზე ახალი ბაღის აშენებას. ახალციხის თვითმმართველობაში კარგად იციან,...
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. საკადრო ცვლილებების ფარგლებში, დაბა ადიგენის ჩორჩნის და დერცელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი წარმომადგენლები დაინიშნენ. ადიგენის მერიის ინფორმაციით, ჩორჩნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზაზა ტაბატაძე, დაბა ადიგენში გადაიყვანეს. ჩორჩანში კი ვახტანგ ზაქაშვილი დაინიშნა. რაც შეეხება დერცელს, აქ ნოდარ გორგაძე ზაზა შავაძემ ჩაანაცვლა. ამ ეტაპზე, უცნობია, იგეგმება თუ არა წარმომადგენლების შეცვლა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. ადიგენის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია, დახლოებით,...
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 235 200 ლარი დაუსაბუთებლად გაიცა,- ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. როგორც აუდიტის სამსახური წერს, 2019-2020 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებით. მათივე ცნობით, დადგენილების მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოზურგეთის მერიამ სარესტორნო მომსახურებისათვის 85 900 ლარი დახარჯა,- ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმციით, 2019-2020 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ 85 900 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, ოზურგეთის მერიამ სარესტორნო მომსახურების შესყიდვაზე 71 ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დელეგაციასა და ჯგუფებს კვების ობიექტებში, საშუალოდ, თვეში 3-ჯერ...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოზურგეთის მერიამ აავტომობილის 120-ლიტრიან ავზში ერთჯერადად 200 ლიტრი, 42 და 55-ლიტრიან ავზებში 80-80, 70- ლიტრიან ავზში 100, ხოლო 36-იანში 60 ლიტრი საწვავი ჩაასხა, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ოზურგეთის მერიამ ვერ წარმოადგინა ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტი. მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობდნენ, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განუკარგავი ქონების მდგომარეობა. რის შედეგადაც, გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ქონებით, ჯამში – 48,204 კვ.მ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ფართით სარგებლობისთვის არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს. როგორც აუდიტის სამსახური წერს, პასუხისმგებელი პირის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოზურგეთის 16 სოფლის მცხოვრები 13 280 ოჯახისთვის წყლის სისტემები მოწყობილი არ არის, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. როგორც აუდიტის სამსაახური წერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ამ მიმართულებით, 2019-2020 წლებში 1,084.6 ათასი ლარი დაიხარჯა. აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობითა და შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით, შეისწავლა მუნიციპალიტეტში...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიები მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ორი ერთეული თვითმცლელის შესყიდვის მიზნით გამოაცხადა ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით − 175.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, შპს „ოთობმსმა“ და შპს „ნიუ გრუპმა“. სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ...
შემდეგი სტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ დაასრულა, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 78 236.8  ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 83 982.9 ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1. აუდიტის ცნობით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა...
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირება დასრულდა და მისი რეაბილიტაცია იწყება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სოფელ მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, რის შემდეგაც ის თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული...
შემდეგი სტატია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის...
წინა სტატია ავტორი: რუსა მაჩაიძე ალექსანდრე გოგორიშვილი ვანის მერის თანამდებობას 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების  შემდეგ იკავებს. მან მერის არჩვნებში 2021 წელსაც გაიმარჯვა და მერის პოსტზე მეორე ვადით არის. 2018 წლის იანვარში, დეკლარაციის პირველად შევსებისას, მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი მეუღლე და ორი შვილი (დაბადებულები 2001 და 2002 წწ-ს), რომლებიც დეკლარაციაში 2021 წლიდან აღარ ფიქსირდებიან. 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ მის მფლობელობაშია 4...
წინა სტატია ფოთის თვითმმართველობის წევრებმა 2019-2020 წლებში 106.4 ტონა საწვავი დახარჯეს, - ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. როგორც აუდიტი წერს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ფოთის მუნიციპალიტეტში არაეფექტიან რეორგანიზაციზე, დაუსაბუთებლად გაზრდილ შტატებსა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის სუბსიდიის ხარჯმა 13 032.3  ლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდის მთლიანი გადასახდელების 31%-ს შეადგენს. კერძოდ, 2019 წელს მერიამ 16 იურიდიული პირის დაფინანსებაზე − 6 312.8 ლარი, ხოლო 2020 წელს 17 იურიდიული პირის დაფინანსებაზე 6 719.5 ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ