„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ განცხადებით, დაბა წაღვერში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. სამუშაოებითვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 6.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
„წაღვერში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე სრულდება საპროექტო სამუშაოები”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე , დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა და ქსელები. შედეგად დაბა წაღვერის მოსახლეობა ხარისხიანი წყლით უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებს.
მშენებლობის დასრულება 2023 წლის ზაფხულის სეზონზეა დაგეგმილი.