ფოტოები და ურბანული ანალიზი: ნანო ზაზანაშვილი თებერვლის თვეში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქალაქის მერიისგან უსასყიდლოდ გადაეცა 2 მილიონი კვადრატული მეტრი მუნიციპალური მიწა თბილისში, თაბორის მთის მიმდებარედ. მუნიციპალური ქონების გასხვისება, პირველ რიგში, ამ მუნიციპალიტეტისთვის დოვლათისა და შემოსავლის ზრდას უნდა განაპირობებდეს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ თბილისის ცენტრის ახლოს, მაღლობზე განთავსებული მიწის ნაკვეთი უფასოდ მიიღო. მერიამ ქონების რეალური ღირებულების შეუფასებლად, ავტომატურად...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ორდღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, რამდენიმე საუკუნოვანი ხე წაიქცა. ის ფესვებიანადაა მოგლეჯილი. დაახლოებით, მეორე წელია ბოტანიკურ ბაღში უამინდობის შემდეგ წყალი დგება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ დადიანების ისტორიულ ბაღში შექმნილი მდგომარეობა რეაბილიტაციის დროს დარღვეულ ნორმებს უკავშირდება - კერძოდ, ბაღში არ გაითვალისწინეს სადრენაჟო სისტემა, ამოაშრეს მანამდე არსებული არხები, შესაბამისად, წვიმის შემდეგ მთელ ტერიტორიაზე წყალი...
საბურთალოს რაიონში, ზალდასტანიშვილების ქუჩის N4 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საბურთალოს გამგეობაში აცხადებენ, სკვერში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დამონტაჟდება ლედ განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ამასთან, სკვერში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 308 294 ლარი გამოიყო.
ახალციხის ტბაზე გარეგანათება არ მუშაობს, ტბის ჩაბნელებულ სავალ ნაწილზე მოსახლეობას სიარული უჭირს, ა(ა)იპ „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირებაში“ აცხადებენ, რომ ხელოვნურ ტბასთან სადენები იცვლება, სამუშაოები კი ზამთრის გამო გაჭიანურდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „განათება დაზიანებული იყო, ამიტომ გადაწყდა მთლიანი ხაზის შეცვლა. კომპანიამ ზამთრის გამო ვერ მოასწრო დასრულება. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სამუშაოები და დაახლოებით სამ დღეში ჩავრთავთ“, -ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“, ააიპ „ახალციხის წყალმომარაგება...
წინა სტატია ავტორი: რუსა მაჩაიძე გიორგი ბარათშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ, შარშან, 3 დეკემბერს გახდა. თუმცა, ის საკრებულოს წევრი იყო წინა მოწვევის საკრებულოშიც და მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მისი იმდროინდელი დეკლარაცია არ იძებნება. არადა, კანონმდებლობით 2017 წლიდან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც თანამდებობის პირია და დეკლარაციის შევსების ვალდებულება...
ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გამგეობის ინიციატივით, წყნეთში, ამილახვარის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 1000-მდე კვ. მეტრის ფართობზე განთავსდება, გარშემო მოეწყობა გულშემატკივართა ტრიბუნა, დამონტაჟდება განათება. "წყნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 281 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, ვაკის გამგეობის დაკვეთით,...
ისნის რაიონის გამგეობამ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ელიაზე, ახალუბნის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი მოაწყო. გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ბიუჯეტიდან 135 741 ლარით დაფინანსდა.
გლდანის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 425 050 ლარამდე დაიხარჯება. მათივე ცნობით, აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ კი, მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ.
შემდეგი სტატია ავტორი: რუსა მაჩაიძე „ქართული ონების“ წევრი ლაშა გოგიაშვილი თერჯოლის მერად უკვე მეორედ აირჩიეს. თუმცა, პირველი ვადით ამ პოსტზე მხოლოდ 1 წელი მოუწია ყოფნა, რადან 2020 წლის ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნებით გახდა მერი. მანამდე კი, რამდენიმე თვის განმავლობაში, მერის მოვალეობას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყვეტილებით ასრულებდა, რადგან 2020 წლის აპრილში თერჯოლის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები ერთად დატოვეს.  შესაბამისად, გოგიაშვილს დეკლარაცია,...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პეკინის გამზირის N9-სა და N15-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში განმარტავენ, პროექტი ძველი მილებისა და ჭების სრულად შეცვლას ითვალისწინებს. "აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა 163 ოჯახს მოუგვარდება. პროექტები საბურთალოს გამგეობის 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამოყოფილია 110 620 ლარი", - ამბობენ გამგეობაში.
ავტორი: ეკატერინე ბასილაია თაბორის მთის განაშენიანება, საქანელას ქუჩის პროექტი, ბიზნესცენტრი სოლოლაკის ქედზე, ალავერდის ტერიტორიაზე მშენებლობის სურვილი... - ეს ის კონკრეტული პრობლემური პროექტებია, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებს ეწირება კულტურული მემკვიდრეობის  განადგურების ხარჯზე, -  რა მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობა და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა, სწორედ ამ თემასა და კონკრეტულ ქეისებზე, "ღია საზოგადოების ფონდის" ორგანიზებით, დისკუსია გაიმართა. როგორც დისკუსიაზე ითქვა, თბილისის ისტორიული ლანდშაფტი ქაოტურ განაშენიანებას...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ვანიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ვანიშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლების მიზეზი სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციაა. “რეორგანიზაცია მოხდა და ერთი მოადგილის შტატი გაუქმდა საერთოდ. სასამართლო დავას არ ვაპირებ”, – აცხადებს სოსო ვანიშვილი. არსებული ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორს გიორგი შათირიშვილს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. ამ პოზიციას ვახტანგ გიუნაშვილი იკავებს, რომელიც აღნიშნულ სამსახურში 2018 წლიდან...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს “ავერსი-ფარმასთან“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ფარმაცევტულ პროდუქტს შეიძენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს შეუძლოთ ყოფნის შემთხვევაში ექნებათ საშუალება მოითხოვონ მათთვის საჭირო მედიკამენტი, როგორიცაა წნევის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა”, – ამბობენ სააგენტოში. ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტომ 13 დასახელების მედიკამენტსა და სამედიცინო დახმარების პროდუქტში 513 ლარს გადაიხდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია, ხოლო კანონდარღვევა 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 500 ლარი გაითვალისწინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიას 22 პერსონალური კომპიუტერისა და 3 ლეპტოპის შეძენა სურს. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპიუტერების შეძენა ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სურთ. “პლანშეტური კომპიუტერების მიწოდება მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. ინფორმაციისთვის, კომპიუტერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას და შაუმიანს სახელები გადაერქმევა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლის საკითხზე 18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მოსახლეობასთან ერთად, კიროვკას შემთხვევაში ხუთი სახელიდან ორი შეარჩია. აღნიშნულ სოფელს „მწვანე გორა“ ან „მეგობრობა“ დაერქმევა. რაც შეეხება შაუმიან, სოფელს ზემო შულავერი ეწოდება. გადაწყვეტილებას მას შემდეგ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ