ისნის რაიონის გამგეობამ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ელიაზე, ახალუბნის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი მოაწყო.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ბიუჯეტიდან 135 741 ლარით დაფინანსდა.